საბროკერო კომპანიის, სს “საბროკერო კომპანია კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი"-სათვის (ს/ნ 405205116943) დაკისრებული ფულადი ჯარიმა

    სს „საბროკერო კომპანია კაუკასუს კაპიტალ ჯგუფი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 205116943) შემოწმების შედეგად გამოვლინდა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2016 წლის 5 მაისის №48/04 ბრძანებით დამტკიცებული „საბროკერო კომპანიების უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ტერორიზმის დაფინანსების რისკის ზედამხედველობის ანგარიშგების შევსებისა და ინფორმაციის წარმოდგენის წესი“-თ გათვალისწინებული 2021 წლის პირველი ნახევრისა და 2021 წლის მეორე ნახევრის ანგარიშგებებით არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის 4 (ოთხი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „პირების და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესის“ (2021 წლის 5 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქციით) 51 მუხლის მე-4 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, ითვალისწინებს დაჯარიმებას 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. შემთხვევის 4 (ოთხი) ფაქტი, ჯამში - 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;