ოქროს ზოდების სერტიფიკატები

    საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს ზოდის სერტიფიკატის ფასები და გასაყიდი რაოდენობა



    ოქროს სერტიფიკატის ნომინალი გრამებში
    ISIN
    გასაყიდი რაოდენობა
    გამოსყიდვის ფასი (ლარი)
    გაყიდვის ფასი (ლარი)
    განახლების თარიღი
    20

    GEGC00200034

    85               3,884.43               4,204.79 4/26/2024
    1000

    GEGC10000044

    5          194,221.45          210,239.72 4/26/2024


    ფასები განახლდება ყოველი სამუშაო დღის 10:00 საათამდე



    • ოქროს ზოდის სერტიფიკატები გამოშვებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და არის უვადო და უპროცენტო ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს მფლობელის უფლებას კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მეშვეობით სებ-დან მიიღოს შესაბამისი სტანდარტიზებული ოქროს ზოდი.
    • ეროვნული ბანკი ვალდებულია საკუთრებაში იქონიოს სერტიფიკატის ნომინლის შესაბამისი სტანდარტიზირებული ოქროს ზოდი და სერტიფიკატის განაღდების მოთხოვნის შემთხვევაში, სების მიერ დადგენილი პირობებითა და დადგენილ ვადებში, სერტიფიკატის მესაკუთრეზე (მისი სახელით მოქმედი ბანკის მეშვეობით) გასცეს შესაბამისი სტანდარტიზირებული ოქროს ზოდი (ზოდები).
    • ოქროს ზოდის სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია ამ ინსტრუმენტით შეასრულოს ფასიანი ქაღალდებისთვის დამახასიათებელი ოპერაციები, კერძოდ შეძენა, გასხვისება და დაგირავება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (GSSS) მეშვეობით.
    • თითოეულ ოქროს ზოდის სერტიფიკატს შეესაბამება მისი ნომინალის შესაბამისი წონის სტანდარტიზებული ოქროს ზოდი, რომელიც ინახება ეროვნული ბანკის საცავში.
    • ოქროს ზოდები დამზადებულია დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის The Royal Mint-ის მიერ;
    • ზოდების სინჯი არის უმაღლესი - 999.9.
    • ოქროს ზოდის სერტიფიკატის შესაბამისი ოქროს ზოდების გაცემა ეროვნული ბანკის საცავიდან ხდება ბანკის მეშვეობით.

    * განსაკუთრებულ შემთხვევებში ეროვნულ ბანკს უფლება აქვს უარი თქვას ოქროს სერტიფიკატების გაყიდვაზე და/ან გამოსყიდვაზე