საბროკერო კომპანია სს "გალტ ენდ თაგარტ"-ისათვის (ს/ნ 211359206) ფულადი ჯარიმის დაკისრების თაობაზე

    1. სსიპ „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის“ დადგენილი ვადის დაუცველად მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის წარდგენის 1 (ერთი) ფაქტი (5 და მეტი დღით დაგვიანება), რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „პირებისდა მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“-ს (2021 წლის 5 აპრილამდე მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 300 (სამასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.
    2. საბროკერო კომპანიის მიერ შემოწმების პროცესში დაფიქსირდა, შემმოწმებელთა ჯგუფისთვის კლიენტთან დადებული გარიგებების შესახებ ინფორმაციის/დოკუმენტაციის (დანართი №5) არასწორად წარმოდგენის 1 (ერთი) ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2012 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებით დამტკიცებული „პირები და მათი მმართველი ორგანოს წევრების მიმართ, ფასიანი ქაღალდების კანონმდებლობის, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრების და აღსრულების წესი“-ს (2021 წლის 5 აპრილის შემდგომ მოქმედი რედაქცია) 5¹ მუხლის მე-3 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე.

    საბროკერო კომპანია სს „გალტ ენდ თაგარტს“ დაეკისრა ფულადი ჯარიმა საერთო თანხით - 2,300 (ორიათას სამასი) ლარის ოდენობით.