N5-ე პენიტენციური დაწესებულების ქალი მსჯავრდებულებისთვის ფინანსური განათლების  ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა

N5-ე პენიტენციური დაწესებულების ქალი მსჯავრდებულებისთვის ფინანსური განათლების  ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა

29 აპრილი, 2024

ეროვნული ბანკი, ფინანსური განათლების სტრატეგიის ფარგლებში, აქტიურად განაგრძობს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისთვის სათანადო საბაზისო ცოდნის ამაღლებისკენ მიმართული ტრენინგების ჩატარებას.


ამ მიზნით, სებ-ის ფინანსური განათლების დეპარტამენტმა მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან ერთობლივად პატიმარი ქალებისთვის ორდღიანი ტრენინგი გამართა ისეთ თემებზე, როგორიცაა ბიუჯეტირება, პირადი ბიუჯეტის მართვა, ხარჯებისა და შემოსავლების ბალანსი, ფინანსური უსაფრთხოება, როგორ დავიცვათ თავი თაღლითებისგან.


დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ქეთევან ახალკაცმა მსჯავრდებულებს ინფორმაცია მიაწოდა ისეთი ფინანსური პროდუქტების შესახებ, როგორიცაა სესხი, ანაბარი, სადეპოზიტო სერტიფიკატი და პროცენტის გაანგარიშება. ასევე რა უნდა ვიცოდეთ საფინანსო ინსტიტუტთან ურთიერთობისას:  ხელშეკრულების პირობების შედარება, საბანკო პროდუქტების შერჩევა და სხვა.


ტრენინგის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ფინანსური უსაფრთხოების შესახებაც, მათ შორის გაეცნენ ფინანსური თაღლითობის ტიპებსა და მათ მახასიათებლებს.


ტრენინგს 17 მონაწილე ესწრებოდა, დაწესებულების ბიბლიოთეკას ფინედუსგან საგანმანათლებლო სახელმძღვანელოები გადაეცა.

 

სხვა სიახლეები