სალომე თვალოძემ ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში კლიმატის დაფინანსების თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

სალომე თვალოძემ ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში კლიმატის დაფინანსების თემაზე გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

07 მაისი, 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსმა სალომე თვალოძემ, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, თიბისი ბანკის მიერ ორგანიზებულ პანელში მიიღო მონაწილეობა.

პანელური დისკუსია განვითარებად ქვეყნებში კლიმატის დაფინანსებაში კერძო სექტორის როლის გაზრდას დაეთმო. ასევე საუბარი შეეხო ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს რეგიონში განახლებადი ენერგიისა და კლიმატის დაფინანსების პოტენციალის გამოსაყენებლად.


ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სებ-ის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოზე. ისაუბრა კერძო სექტორთან თანამშრომლობასა და ამ პროცესში მიღებულ საუკეთესო გამოცდილებაზე.

"საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარებაზე 2017 წლიდან მუშაობს და ამ პროცესში სხვადასხვა მხარეებთან თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი კერძო სექტორთან,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია", - აღნიშნა  სალომე თვალოძემ.

სხვა სიახლეები