ბანკირის დღე | 2023

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიული დღის აღსანიშნავად, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საბანკო სექტორის გამორჩეული თანამშრომლები დააჯილდოვა. ღონისძიებაზე სებ-ის 35 წელზე მეტი სტაჟის მქონე თანამშრომლებს პროფესიული დამსახურებისა და ფასდაუდებელი შრომისთვის საპატიო სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, ბანკირის დღეზე ასევე დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების თანამშრომლები.