ENGLISH
 

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში - დამხმარე სასწავლო მასალა სამოქალაქო განათლების პედაგოგებისთვის

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით, სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის პედაგოგებისათვის, დამხმარე სასწავლო მასალა შეიმუშავა.

საბაზო საფეხურისთვის განკუთვნილი ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საგანში „მოქალაქეობა" გაერთიანდა. ამავე  გეგმის მიხედვით, სწავლება 2019-2020 წელს პირველად მე-7 კლასში დაიწყო და მომდევნო წლებში ეტაპობრივად, საბაზო საფეხურის მაღალ კლასებშიც გაგრძელდება. აღნიშნული დამხმარე მასალა სწორედ „მოქალაქეობის" წლიურ პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავდა და პედაგოგთა მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

დამხმარე სასწავლო მასალა მე-7 კლასის წლიურ პროგრამაში მოცემულ ყველა ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხს ფარავს. ეს საკითხებია: ფული და ბარტერი; ბაზარი (მოთხოვნა-მიწოდება) და ფასი; კერძო და საჯარო საკუთება; შემოსავალი, ხარჯვა და ბიუჯეტირება (პირადი ფინანსების მართვა); დაზოგვა და ქველმოქმედება. სასწავლო მასალას თან ერთვის საკლასო აქტივობებისა და სავარჯიშოებისთვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები და დეტალური ინსტრუქციები მასწავლებლებისთვის. მასალა არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაღრმავებაზე/გამდიდრებაზეა ორიენტირებული, არამედ ასევე გაკვეთილის დასაგეგმად და ჩასატარებლად ბევრ პრაქტიკულ რჩევასა და აქტივობას მოიცავს.

შემუშავებული დამხმარე სასწავლო მასალა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის არის ხელმისაწვდომი:

ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერება სკოლებში  - VII კლასი

  დამატებითი სავარჯიშოები და აქტივობები

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service