ENGLISH
 
ფინანსური სტაბილურობა > საბანკო ზედამხედველობა

საბანკო ზედამხედველობა

საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობის ფარგლებში, ახორციელებს საბანკო ზედამხედველობას. ეროვნული ბანკის, როგორც საბანკო ზედამხედველის მანდატი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციის 95-ე და 96-ე მუხლებით, საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონით, საქართველოს კანონით კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ და სხვა კანონქვემდებარე აქტებით (იხ. ბმული).

საქართველოს ეროვნული ბანკი საბანკო სექტორს არეგულირებს რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპებზე დაყრდნობით. ზედამხედველობის ფარგლებში ხორციელდება საბანკო ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის მიერ შემუშავებული სტანდარტებისა და პრინციპების დანერგვა კომერციული ბანკებისათვის.  
 
საქართველოს ეროვნული ბანკი აუმჯობესებს საზედამხედველო ჩარჩოს მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.

  

 
დაკავშირებული ბმულები:
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service