ENGLISH
 
ბანკის შესახებ > კარიერა

კარიერა

საქართველოს ეროვნულ ბანკში მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება საჯარო კონკურსი.

ეროვნული ბანკის საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

საქართველოს ეროვნულ ბანკში საჯარო სამსახურის სამართლებრივი საფუძვლები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე. ამავე კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს სახელმწიფო დაწესებულებას და, შესაბამისად, ეროვნულ ბანკში დასაქმებული პირი ატარებს სახელმწიფო მოხელის სტატუსს.

საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები განსაზღვრულია კანონმდებლობით და მასში იგულისხმება:

  • საქართველოს სახელმწიფოსა და ხალხის ერთგულება;
  • საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
  • ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა;
  • საქართველოს მოქალაქეთათვის საჯარო სამსახურის თანაბარი ხელმისაწვდომობა მათი უნარისა და პროფესიული მომზადების შესაბამისად;
  • მოსამსახურეთა პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა;
  • საქვეყნოობა;
  • საჯარო სამსახურის უპარტიობა და საერო ხასიათი;
  • მოსამსახურეთა კადრების სტაბილურობა;
  • მოსამსახურის ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვა.
 
დაკავშირებული ბმულები:

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service