ეროვნული ბანკის პლატფორმა "ფინედუმ" ფინანსური განათლების აქტუალურ თემებზე ვიდეოგაკვეთილები მოამზადა

ეროვნული ბანკის პლატფორმა "ფინედუმ" ფინანსური განათლების აქტუალურ თემებზე ვიდეოგაკვეთილები მოამზადა

29 თებერვალი, 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის  ფინანსური განათლების პლატფორმა "ფინედუმ" (www.finedu.gov.ge) ფინანსური განათლების აქტუალურ თემებზე სპეციალური ვიდეო გაკვეთილების სერია შექმნა.

ვიდეოებში მარტივი და ყველასთვის გასაგები ენით არის ახსნილი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხები. აღსანიშნია, რომ ვიდეო გაკვეთილები მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვაში. მოსწავლეებს კი სასწავლო პროგრამის უკეთესად გააზრებაში დაეხმარება.

ვიდეოების საშუალო ხანგრძლივობა 10 წუთია და მოიცავს შემდეგ თემებს:

  • საფინანსო ორგანიზაციები და ეროვნული ბანკი
  • ფინანსური პროდუქტები და მომსახურება
  • მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობა
  • ფინანსური თაღლითობა და ფინანსური უსაფრთხოება
  • დაზღვევა
  • პროფესია და სამსახური
  • სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები


ვიდეო გაკვეთილებში ფინანსური განათლების საკითხებზე თბილისისა და საქართველოს რეგიონის მოქმედი მასწავლებლები მონაწილეობენ.

ვიდეოების სერია ფინანსური თემებით დაინტერესებულ მომხმარებელს "ფინედუს" ვებგვერდსა და სოცმედია არხებზე შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის ინიციატივით და განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, 2018 წლიდან ფინანსური განათლება ეროვნულ სასწავლო გეგმაშია ჩართული და ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები სავალდებულოდ ისწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. 2019 წლიდან კი სებ-ის ძალისხმევით მოქალაქეობის 700-მდე მასწავლებელი გადამზადდა. ასევე, შეიქმნა დამხმარე პრაქტიკული სასწავლო მასალები, ჩატარდა კონკურსი "ფინანსური განათლება სკოლაში", რომლის შედეგადაც ხელმისაწვდომი გახდა მასწავლებლების მიერ შექმნილი დამხმარე მასალები და სახალისო, შემეცნებითი აქტივობები. ფინანსური განათლების მიმართულებით ახალ პროექტებზე  მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

 

 

სხვა სიახლეები