ENGLISH
 

რეგულირების ლაბორატორია

რეგულირების ლაბორატორია ზედამხედველის მიერ დაწესებული ისეთი ჩარჩოა, რომელიც ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას დაქვემდებარებულ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს რეალურ რეჟიმში, ზედამხედველის კონტროლირებად გარემოში გამოსცადონ ინოვაციური სერვისები და  პროდუქტები.

მისი გამოყენების მიზანია სწრაფად განვითარებადი ფინანსური ტექნოლოგიების პირობებში შექმნილი ინოვაციური ფინანსური სერვისების და პროდუქტების ეროვნული ბანკის საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობა, ახალი მარეგულირებელი მოთხოვნების საჭიროების გამოკვეთა, საფინანსო სექტორში ინოვაციური პროდუქტების ბაზარზე გამოცდა და მათი განვითარების ხელშეწყობა. ამასთანავე, აღნიშნული სერვისები და პროდუქტები არ უნდა შეიცავდეს სისტემურ რისკებს.

დეტალური ინფორმაცია რეგულირების ლაბორატორიის შესახებ მოცემულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 25 მაისის ბრძანება №110/04-ით დამტკიცებულსაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგულირების ლაბორატორიის ჩარჩოს შექმნისა და მისი გამოყენების შესახებ" დებულებაში, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: https://www.nbg.gov.ge/uploads/legalacts/fin_teqnol/110.04.pdf. ასევე, დაინტერესებულ მხარეებს რეგულირების ლაბორატორიაში მონაწილეობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეუძლიათ მიმართონ ფინანსური ინოვაციების ოფისს https://www.nbg.gov.ge/index.php?m=742.

მიმდინარე ეტაპზე, ეროვნული ბანკის რეგულირების ლაბორატორიაში შემოსული განაცხადები ძირითადად შეეხება საფინანსო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მათი არსებული და პოტენციური მომხმარებლების დისტანციურ იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციას.

ამჟამად, რეგულირების ლაბორატორიის საბოლოო მესამე „რეალურ გარემოში ტესტირების" ეტაპზე იმყოფება და შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებზე საქართველოს ეროვნული ბანკის დაკვირვების ქვეშ გადის ტესტირებას შემდეგი პროექტები:

  ორგანიზაცია     
 პროექტის აღწერა

სს კრედო ბანკი
(ს/ნ 205232238)

 

დისტანციური იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის  მონაცემების იდენტიფიკაციას. კერძოდ, "Face recognition" სისტემის გამოყენებით ბიომეტრული  მონაცემების შედარებას, "Liveness" შემოწმებას, დოკუმენტიდან ტექსტური ინფორმაციის ამოღებას და  მისი ვალიდურობის შემოწმებას. 

დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია შპს „პულსარის" (ს/ნ  411322322) Pulsar AI პროგრამა, რომელიც ასევე იყენებს FaceTec-ის (zoom) ტექნოლოგიას.

აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის საბოლოო მიზანია საბანკო ანგარიშების გახსნა, საკრედიტო  განაცხადების მიღება და მომხმარებლისგან/მონაცემთა სუბიექტისგან მისი მონაცემების საკრედიტო  საინფორმაციო ბიუროში გადამოწმების შესახებ თანხმობის მიღება.

სს პაშა ბანკი საქართველო
(ს/ნ 404433671)

 

დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისი ე.წ. „Face recognition" სისტემის გამოყენებით.

დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია სს „აიდენთითი ენდ თრასთ  სოლუშენსის" (ს/ნ 405365215) პროგრამა Kvalifika-ს, რომელიც იყენებს FaceTec-ის  სერტიფიცირებულ „ლაივნესს" და 3D სახის აუთენტიფიცირების ტექნოლოგიას, ასევე Amazon Web  Services-ის ინფრასტრუქტურას.

აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო  განაცხადების და მომხმარებლისგან/მონაცემთა სუბიექტისგან მისი მონაცემების საკრედიტო  საინფორმაციო ბიუროში გადამოწმების და საბანკო ანგარიშის გახსნის შესახებ თანხმობის მიღებას.

სს ბაზისბანკი
(ს/ნ 203841833)

დისტანციური იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის სერვისი ე.წ. „Face recognition" სისტემის გამოყენებით.

დისტანციური იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია შპს "სმარტ ფინ ჯორჯიას" (ს/ნ 405286319) ტექნიკური სერვისი, რომელიც იყენებს Optio AI-ის  სახის შედარების ტექნოლოგიას და "Liveness" შემოწმებას.

აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო განაცხადების და მომხმარებლისგან/მონაცემთა სუბიექტისგან მისი მონაცემების საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში გადამოწმების შესახებ თანხმობის მიღებას.
შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედექსი (ს/ნ 400058030)

დისტანციური იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის სერვისი ე.წ. „Face recognition" სისტემის გამოყენებით.

დისტანციური იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია სს „აიდენთითი ენდ თრასთ სოლუშენსის" (ს/ნ 405365215) პროგრამა Kvalifika-ს, რომელიც იყენებს FaceTec-ის სერტიფიცირებულ „ლაივნესს" და 3D სახის აუთენტიფიცირების ტექნოლოგიას, ასევე Amazon Web Services-ის ინფრასტრუქტურას.

აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს მომხმარებლისგან/მონაცემთა სუბიექტისგან მისი მონაცემების საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში გადამოწმების შესახებ თანხმობის მიღებას.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი
(ს/ნ 220411132)

დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისი ე.წ. „Face recognition" სისტემის გამოყენებით.

დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია შპს „რეიზომატის" (ს/ნ 402102005) დისტანციური იდენტიფიკაციის პლატფორმა „იდენტომატი" (identomat), რომელიც ახორციელებს როგორც ე.წ. „Liveness" შემოწმებას, ასევე ფოტოების შედარებას მსგავსების კოეფიციენტის დასადგენად და საიდენტიფიკაციო დოკუმენტზე დატანილი MRZ კოდის მონაცემების დადარებას ამავე დოკუმენტის ტექსტურ მონაცემებთან.

აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უზრუნველყოფს საკრედიტო განაცხადებისა და მომხმარებლისგან/მონაცემთა სუბიექტისგან მისი მონაცემების საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში გადამოწმების შესახებ თანხმობის მიღებას.
სს ლიბერთი ბანკი
(ს/ნ 203828304)

დისტანციური იდენტიფიკაციის და ვერიფიკაციის სერვისი ე.წ. „Face recognition" სისტემის გამოყენებით.

დისტანციური იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცესში გამოიყენება Custom Software Development კომპანია შპს „ვანდიოს" (ს/ნ 405033486) ალგორითმი Wandio AI და Amazon-ის Amazon Facial Recognitionსერვისი.

აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის გამოყენებით ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს ე.წ. „Onboarding"-ს, რაც გულისხმობს კლიენტის ონლაინ რეგისტრაციას, უნივერსალური ანგარიშის გახსნისა და სადებეტო ბარათის შეძენის შესაძლებლობას.
სს სილქ როუდ ბანკი
(ს/ნ 201955027)

დისტანციური იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციის სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის მონაცემების იდენტიფიკაციას.

დისტანციური იდენტიფიკაციის პროცესში გამოიყენება FinTech კომპანია შპს „პულსარის" (ს/ნ 411322322) Pulsar AI პროგრამა, რომელიც ასევე იყენებს FaceTec-ის (zoom) ტექნოლოგიას და რომელიც "Face recognition" სისტემის გამოყენებით უზრუნველყოფს ბიომეტრული მონაცემების შედარებას, "Liveness" შემოწმებას, დოკუმენტიდან ტექსტური ინფორმაციის ამოღებას და მისი ვალიდურობის შემოწმებას. 

აღნიშნული დისტანციური იდენტიფიკაციის საბოლოო მიზანია ბანკის ახალი კლიენტების რეგისტრაცია, საკრედიტო განაცხადების და მომხმარებლისგან/მონაცემთა სუბიექტისგან მისი მონაცემების საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში გადამოწმების შესახებ თანხმობის მიღება.

 

 

 

 

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service