მომსახურების
ტარიფები
ფასების პოლიტიკას განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
დღის განრიგი და მომსახურების საკომისიოები რამდენჯერმე შეიცვალა სისტემის
მუშაობის განმავლობაში. ცვლილების მიზანი იყო არა მხოლოდ საოპერაციო საათების გახანგრძლივება,
არამედ საოპერაციო დროის ინტერვალში გადარიცხვების რაოდენობის თანაბარი გადანაწილების
მიღწევა.
საკომისიოების დაანგარიშება ხდება ყოველდღიურად, სისტემის მონაცემთა ბაზაში
აღრიცხულ ტრანზაქციებზე დაყრდნობით, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ მონაწილის ანგარიშსწორების
ანგარიშიდან ჩამოიჭრება მეორე სამუშაო დღის საოპერაციო საათების განმავლობაში.
ტარიფები
09:00 - 17:45
- კლიენტის ინდივიდუალური გადარიცხვები - 0.2₾
- ცალკეული გადარიცხვა - 0.1₾
17:45 - 19:00
- კლიენტის ინდივიდუალური გადარიცხვები - 0.5₾
- ცალკეული გადარიცხვა - 0.2₾
გაუქმებული დავალება - 0.2₾
მონაწილეებს შორის გადარიცხვა - 0.2₾
|