ENGLISH
 

ცვლილებები სისტემის წესებში

ეროვნულ ბანკს შეუძლია ფინანსური სტაბილურობისა და RTGS სისტემის გამართული ფუნქციონირების მიზნებიდან გამომდინარე, თავად განსაზღვროს ცვლილებები RTGS სისტემის წესებში.

ეროვნული ბანკი წერილობით, ან მხარეებისთვის მისაღები სხვა ფორმით, RTGS სისტემის წესებით განსაზღვრული კომუნიკაციებისა და მონაცემთა უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით, გონივრულ ვადაში აწვდის მონაწილეებს (საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს) ინფორმაციას სისტემის ოპერირებასთან და სისტემაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ცვლილებების შესახებ, როგორიცაა:

  • მონაწილის მომხმარებლების პროფილები
  • საოპერაციო საათები
  • მონაწილის ლიკვიდაციის პროცესის დაწყება
  • მონაწილის დამატება
  • მონაწილის სტატუსის ან კოდის ცვლილების შესახებ
  • სახაზინო კოდების ცვლილება
  • ტრანზაქციის ტიპის კოდები და/ან მათი დამუშავების წესები
  • სისტემის პარამეტრები
  • საკომისიოების ცვლილება
  • და ა.შ.

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service