ENGLISH
 

მონაწილის დაბლოკვ/შეჩერება/გასვლ

ეროვნული ბანკი უფლებამოსილია RTGS სისტემის მონაწილე დაბლოკოს, შეაჩეროს ან გაუუქმოს სისტემაში მონაწილეობის უფლება დროის განსაზღვრული, ან განუსაზღვრელი ვადით, მონაწილის განაცხადის, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების, ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სამართლებრივი აქტის წარმოდგენის შემთხვევაში.

1. ეროვნულ ბანკს შეუძლია მონაწილეს დაუდგინოს მონაწილეობის შეჩერების, ან გაუქმების მიზეზების აღმოსაფხვრელი ვადა. ასევე შეჩერების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისას, ან სხვა შემთხვევაში, მონაწილეს აღუდგინოს სტატუსი სისტემაში.

2. მონაწილე, რომელსაც სისტემაში შეუჩერდა მონაწილეობის უფლება, უნარჩუნდება სისტემაზე წვდომის შესაძლებლობა ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობის გარეშე, მისი მონაწილეობის აღდგენამდე.

3. მონაწილე, რომელიც RTGS სისტემაში არის შეჩერებული/გაუქმებული, არ თავისუფლდება მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებისაგან.

4.  მონაწილეობის გაუქმებისას RTGS სისტემაში იხურება მონაწილის ანგარიშსწორების ანგარიში.

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service