ENGLISH
 

მონაწილეობის კრიტერიუმები

RTGS სისტემის მონაწილე შეიძლება იყოს:

  •  ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი
  •  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური
  •   საქართველოს ეროვნული ბანკი

პრეტენდენტი ეროვნული ბანკის მიერ დაშვებული იქნება სისტემაში მონაწილეობისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებს RTGS სისტემის წესებით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას და ვალდებულებას.

1. პრეტენდენტი სისტემაში ჩართვისთვის წერილობით მიმართავს ეროვნულ ბანკს და წარმოადგენს სისტემის წესებით განსაზღვრულ მონაწილის განაცხადის ფორმას, ან სხვა დამატებით ინფორმაციას საჭიროების შემთხვევაში.

2. ეროვნული ბანკი განიხილავს განაცხადს და მიღებულ გადაწყვეტილებას აცნობებს პრეტენდენტს RTGS სისტემის წესებში გაწერილი ვადების შესაბამისად.

3. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:

   - სისტემის მონაწილეს უნდა ჰქონდეს საბანკო კოდი, რომლის საშუალებითაც სისტემა დადგენილი წესების შესაბამისად განახორციელებს მის იდენტიფიკაციას;

  - სისტემის მონაწილეს უნდა ჰქონდეს გახსნილი საკორესპონდენტო/ანგარიშსწორების ანგარიში საქართველოს ეროვნულ ბანკში;

 - სისტემის მონაწილე ვალდებულია გამართოს ეროვნული ბანკის მიერ მისთვის მიწოდებული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა, მისი მხარდამჭერი ყველა კომპონენტი, მათ შორის საგადახდო შეტყობინებებზე ციფრული ხელმოწერის საშუალებები და უზრუნველყოს RTGS სისტემასა და შიდა სისტემას შორის ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში გაცვლა;

4. სისტემის ოპერატორი უზრუნველყოფს სატესტო გარემოში ტესტირების მიზნით პრეტენდენტის მხარდაჭერას და შეთანხმებული გეგმის მიხედვით ტრენინგის ჩატარებას.

5. პრეტენდენტის ტესტირების წარმატებით დასრულების და RTGS სისტემის წესებით განსაზღვრული მონაწილეობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სისტემის ოპერატორსა და მონაწილეს შორის  ფორმდება „დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემაში  მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულება.

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service