ENGLISH
 

ფინანსური განათლების ბროშურები სტუდენტებისთვის

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ჩართულობით, ახალგაზრდებისთვის ფინანსური განათლების ბროშურები შეიმუშავა. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა. ბროშურები ათი ძირითადი თემატური საკითხისგან შედგება და მათ ძირითად სამიზნე აუდიტორიას  სტუდენტები წარმოადგენენ.

შემუშავებული ბროშურების მიზანია მკითხველს მიაწოდოს ინფორმაცია საფინანსო სისტემისა და მისი მონაწილეების, ფულისა და ვალუტის, სახელმწიფო ბიუჯეტისა და გადასახადების შესახებ და, ასევე, მოიცავს ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ ისეთ საბაზისო საკითხებს, როგორებიცაა პირადი ბიუჯეტი და დაზოგვა, სესხება, დაზღვევა, ფინანსური უსაფრთხოების თემები და მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

ბროშურები მომხმარებლებს დაეხმარება შეიძინონ და განავითარონ ის ცოდნა და უნარები, რომლებიც პირადი და ოჯახის საჭიროებებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მათ სწორი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებასა და ფინანსური კეთილდღეობის მიღწევაში დაეხმარება.

შემუშავებული მასალების საბეჭდი ვერსიები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უფასოდ არის ხელმისაწვდომი:

 

  დაზოგვა და დეპოზიტები

დაზღვევა

თაღლითური სქემები და უსაფრთხოება

მომხმარებლის უფლებები და პასუხისმგებლობები

პირადი ბიუჯეტი

სახელმწიფო ბიუჯეტი და გადასახადები

სესხება და მასთნ დაკავშირებული პასუხისმგებლობები

ფასიანი ქაღალდები და საფონდო ბირჟა

ფინანსური სისტემა და ფინანსური შუამავლები

ფული და ვალუტა

ფინანსური განათლება მარტივად - ყველა თემა ერთ სახელმძღვანელოში

 

 

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service