ENGLISH
 

საზედამხედველო სტრატეგია

საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტის მიზანია ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის შესრულების მიზნით, მისიის, ხედვისა და ფასეულობების გათვალისწინებით, 2020-2022 წლების სტრატეგიული პრიორიტეტების დასახვა და მისი შესრულებისათვის საჭირო საქმიანობის დაგეგმვა. დოკუმენტი ხელს უწყობს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვას, თანამშრომლებისათვის სამომავლო ხედვის ცხადად ჩამოყალიბებას, სამომავლო ღონისძიებებზე სექტორისთვის პროგნოზირებადობის ზრდას, ინვესტორებისათვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისათვის და სარეიტინგო კომპანიებისთვის, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

საზედამხედველო სტრატეგიის არსებული დოკუმენტი არ მოიცავს საგადახდო მომსახურების პროვაიდერების  და ფასიანი ქაღალდების ბაზრის წარმომადგენელთა ზედამხედველობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ფასიანი ქაღალდების ბაზრის და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები დოკუმენტს მომავალში დაემატება, ხოლო საგადახდო სისტემების სტრატეგია გამოიცემა ამ დოკუმენტისაგან დამოუკიდებლად.


საზედამხედველო სტრატეგია

 
 
Copyright © 2020 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service