გვერდზე წარმოდგენილია მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური განათლების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დოკუმენტები, მათ შორის, ჩატარებული კვლევები, დამტკიცებული სტრატეგიები და საგანმანათლებლო ბროშურები.
ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების, საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განვითარებისა და მომხმარებლებზე მორგებული გარემოს დახვეწის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბაზრო ქცევის ზედამხედველობის სტრატეგია დაამტკიცა.
ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის მე-2, განახლებული ვერსია, მოქმედია 2023 წლიდან და ფინანსური განათლების გავრცელებით დაინტერესებული ნებისმიერი მხარისთვის ძირითად სარეკომენდაციო დოკუმენტს წარმოადგენს.
რა ითვლება სარისკო ქცევად, რომლებიც არ უნდა დავუშვათ, როგორ შევამოწმოთ, კომპრომეტირებულია თუ არა ჩვენი ელ.ფოსტა, როგორ შევქმნათ მაქსიმალურად დაცული პაროლი - ეს ის ძირითადი შეკითხვებია, რომელზე პასუხსაც ამ ბროშურებში იპოვით
ბროშურები ფინანსური განათლების ათი ძირითადი თემატური საკითხის შესახებ, რომლის მთავარი სამიზნე აუდიტორია სტუდენტები არიან, თუმცა არანაკლებ საინტერესო იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
ფინანსური და ეკონომიკური წიგნიერების საკითხების ეროვნულ სასწავლო გეგმაში ინტეგრაციის შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის ჩართულობით შემუშავებული დამხმარე სასწავლო მასალა სამოქალაქო განათლების მე-7 კლასის პედაგოგებისათვის.