ENGLISH
 
მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი საქართველოსთვის
 
მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი საქართველოსთვის აერთიანებს ყველა იმ შესაძლო ღონისძიებას, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია ეროვნული ბანკის მიერ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით მომდევნო სამი-ოთხი წლის განმავლობაში. გზამკვლევის მთავარი მიზანია შექმნას სანდო, პროგნოზირებადი და სტაბილური რეგულატორული ჩარჩო, რომელიც მოამზადებს ბაზარს მდგრად დაფინანსებაზე გადასვლისთვის. თანმიმდევრული და თავსებადი ღონისძიებების გატარებით და ადაპტაციისთვის საჭირო დროის მიცემით, გზამკვლევი ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მდგრადი განვითარების საკითხების გათვალისწინებას. შემუშავებული სამოქმედო გეგმა რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს. კერძოდ, მდგრად დაფინანსებაზე ცნობიერების ამაღლება და კვალიფიკაციის ზრდა; სოციალური, გარემოსდაცვითი და მმართველობითი საკითხების გათვალისწინება რისკების მართვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში; გამჭვირვალობის ზრდა და საბაზრო დისციპლინა, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კაპიტალის მდგრადი სექტორებისკენ წარმართვას.  

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service