ENGLISH
 
მდგრადი დაფინანსების ჩარჩო

დღევანდელ მსოფლიოში განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინება, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი. საქართველოს ეროვნული ბანკი მხარს უჭერს ქვეყნის მდგრად განვითარებაში ფინანსური სექტორის როლის გაძლიერებას და ამ მიზნით მწვანე, სოციალური და მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს ავითარებს. აღნიშნული ჩარჩო გულისხმობს ფინანსური სექტორის და კაპიტალის ბაზრის მონაწილეების მიერ სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებას და მათთან დაკავშირებული რისკების მართვას, რაც მნიშვნელოვანია როგორც ფინანსური სტაბილურობისთვის, ასევე ეკონომიკის მდგრადი განვითარებისთვის.

"მდგრადი დაფინანსება", ევროკავშირის კომისიის მიხედვით ორ მნიშვნელოვან ნაწილს აერთიანებს: (1) ფინანსების ისეთი პროექტებისკენ წარმართვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მდგრად და ინკლუზიურ ზრდას; და (2) ფინანსური სტაბილურობის გაუმჯობესება საინვეტიციო გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) ფაქტორების გათვალისწინებით. 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი საფინანსო ჩარჩოს განვითარებაზე მუშაობა 2017 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ რაც მდგრადი საბანკო ქსელში (SBN) გაწევრიანდა. ამ ჩარჩოს ფარგლებში ყველა დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიება აღწერილია მდგრადი დაფინანსების გზამკვლევში საქართველოსთვის.

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service