ENGLISH
 

საგანმანათლებლო კომიქსი

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ბავშვებისა და ახალგაზრდების ფინანსური წიგნიერების ამაღლებაზე ზრუნვას. კომიქსი "დაგროვების ამბავი" ახალგაზრდა მკითხველს სახალისო ფორმითა და მარტივი ენით მოუთხრობს დაზოგვის, ფინანსური მიზნების დასახვის, მომავალზე ზრუნვისა და ფინანსური უსაფრთხოების შესახებ. ბავშვები დაფიქრდებიან, თუ რატომ არის საჭირო დღევანდელი რესურსის ხვალისთვის გადადება, რას ნიშნავს საბანკო ანგარიში და რა და რა ფორმით შეგვიძლია დავზოგოთ თანხა. ეს რესურსი დაეხმარება მასწავლებლებსა და მშობლებს ბავშვებთან ერთად ისაუბრონ ფულის, დაზოგვისა და პირადი ფინანსების მართვის საკითხებზე.

კომიქსი შემუშავებულია გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და საქართველოს ბანკების ასოციაციის ჩართულობით.

სახალისო-შემეცნებითი კომიქსი "დაგროვების ამბავი"
რა არის დაზოგვა? რატომ არის ის მნიშვნელოვანი? რა შეგვიძლია ვისწავლოთ ჭიანჭველების მაგალითზე?

შემოგვიერთდით პიკნიკზე თამთასთან, გიგოსთან და მათ მშობლებთან ერთად და შევეცადოთ გავცეთ ამ შეკითხვებს პასუხი!

 

 


 დაგროვების ამბავი  
 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service