ENGLISH
 

ინტერაქტიული სტატისტიკის გამოყენების წესი და პირობები

ინტერაქტიული სტატისტიკის მიზანი და დანიშნულება

ინტერაქტიული სტატისტიკა წარმოადგნეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილ სტატისტიკურ მონაცემთა ვიზუალიზაციისა და ანალიზის ინტერაქტიულ პლატფორმას. ინტერაქტიული სტატისტიკის საშუალებით ქვეყნდება ის მონაცემები, რომლებსაც აგროვებს და ამუშავებს საქართველოს ეროვნული ბანკი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის "თ" ქვეპუნქტით განსაზღვრული ფუნქციის საფუძველზე, საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად.
 
გამოყენების ზოგადი წესი

ინტერაქტიული სტატისტიკით სარგებლობა არ მოითხოვს რეგისტრაციას. მისი გამოყენების ზოგადი მითითებები ხელმისაწვდომია მოკლე ვიდეო ინსტრუქციის ფორმით. ინტერაქტიულ სტატისტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ასევე ცხელი ხაზისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. 

გამოყენების საფასური

ინტერაქტიული სტატისტიკით სარგებლობა უფასოა.  

ოფიციალური სტატისტიკის ძირითადი პრინციპები

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სტატისტიკის წარმოება და გავრცელება ეფუძნება  გაეროს "ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ფუნდამენტურ პრინციპებს", ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსსა და "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებს. 

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაცია, ინტერაქტიული სტატისტიკის ჩათვლით, საჯაროა. თუმცა, მონაცემთა ჩამოტვირთვისა და მომხმარებლის მიერ მათი შემდგომი დამუშავების შედეგად წარმოებული ინფორმაციის სისწორეზე, სისრულეზე, დროულობაზე და სხვა ხარისხობრივ მაჩვენებელებზე ეროვნული ბანკი პასუხისმგებელი არ არის. 

სტატისტიკური მონაცემების არასწორი გამოყენების თავიდან აცილება  

სტატისტიკური მონაცემების არასწორი ინტერპრეტაციის ან არასწორად გამოყენების შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს უფლება გააკეთოს შესაბამისი კომენტარი.
 
მონაცემთა წყაროს მითითება

ინტერაქტიული სტატისტიკის საშუალებით გამოქვეყნებული მონაცემების გამოყენებისთვის არ არის საჭირო ლიცენზია, ნებართვა ან შეთანხმება, თუმცა აუცილებელია, მონაცემთა წყაროდ საქართველოს ეროვნული ბანკის მითითება. 


 

 
 
Copyright © 2019 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service