ENGLISH
 
საგანმანათლებლო ბროშურები მოზარდებისთვის

"ფინანსური განათლების წლის" ფარგლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, "ევროპული ფონდის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის" განვითარების პროგრამის (EFSE DF) მხარდაჭერით სკოლის მოსწავლეებისთვის ორი საგანმანათლებლო ბროშურა - "მოგზაურობა ფულის სამყაროში" და "ფინანსური განათლების სახელმძღვანელო" -  შეიმუშავა. 

ბროშურების ძირითად სამიზნე აუდიტორიას V-VII კლასის მოსწავლეები წარმოადგენენ, თუმცა აღნიშნული მასალა ნებისმიერი ასაკის მოზარდისთვის საინტერესო და ინფორმატიულია.

ბროშურა "მოგზაურობა ფულის სამყაროში" ახალგაზრდებს ფულის ისტორიას, ფორმებს, მნიშვნელობასა და ფუნქციებს გააცნობს. ბროშურაში აგრეთვე მოცემულია ინფორმაცია თანამედროვე ქართული ფულისა და ლარის დამცავი ნიშნების, ასევე, უცხოური ვალუტებისა და გამორჩეული ბანკნოტების შესახებ. 

ბროშურაში "ფინანსური განათლების სახელმძღვანელო" კი ახალგაზრდა მკითხველი გაეცნობა პირადი ბიუჯეტის მართვის, გონივრული ხარჯვის, დაზოგვისა და სესხების საკითხებს. ამასთან, ბროშურაში ფინანსური ტერმინების გამარტივებული ლექსიკონი და ინტერაქტიული სავარჯიშოებია შემოთავაზებული. ნაშრომში მოცემული პირადი ბიუჯეტის შაბლონი მოზარდებს პირადი ფინანსების მართვაში შეუწყობს ხელს, მარტივი და პრაქტიკული ფინანსური რჩევები კი მათ სასარგებლო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. 

ბროშურებს გოჭის ფორმის ქაღალდის ყულაბის თარგი მოყვება, რომელიც მოზარდებს დაზოგვის ჩვევის გამომუშავებაში შეუწყობს ხელს.

ბროშურები და ქაღალდის ყულაბის თარგი შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ბმულებიდან ჩამოტვირთოთ:
 
  მოგზაურობა ფულის სამყაროში  
  ფინანსური განათლების სახელმძღვანელო

ყულაბა
 
 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service