ENGLISH
 

სამართლებრივი აქტების პროექტები

 

საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, აქვეყნებს ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებს. აღნიშნული საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს თავიანთი მოსაზრება და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის აღნიშნული უფლებამოსილება განსაზღვრულია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებით.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გვერდზე განთავსებულია სამართლებრივი აქტების მხოლოდ სამუშაო პროექტები, რომლებიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, ექვემდებარებიან როგორც პრინციპული, ისე შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს.     

ამჟამად საკონსულტაციო სახით გამოქვეყნებულია შემდეგი პროექტი:

ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის ცვლილების პროექტი

სესხის გამცემი სუბიექტის საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის ცვლილების პროექტი

სესხის გამცემი სუბიექტის საოპერაციო მოთხოვნების პროექტი

დაინტერესებული მხარეებისგან კანონქვემდებარე აქტების პროექტებთან დაკავშირებით შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია 2021 წლის 10 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: LE@nbg.gov.ge

 


 

 
 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service