ENGLISH
 
GRAPE

საქართველოს ეროვნული ბანკი რისკებზე ორიენტირებულ საზედამხედველო პროცესს ახორციელებს რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE –General Risk Assessment Program) ფარგლებში. აღნიშნულ პროცესს არეგულირებს  "კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესი". GRAPE აფასებს კომერციული ბანკების რისკების დონეს შემდეგი კატეგორიების მიხედვით: საკრედიტო რისკი, ლიკვიდობის რისკი, საბაზრო რისკი, საოპერაციო რისკი, ბიზნეს მოდელი და მომგებიანობა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯგუფის სტრუქტურა და კორპორაციული მართვა. GRAPE ასევე ითვალისწინებს რისკების რეალიზაციის შემთხვევაში ბანკის პოტენციურ წვდომას რესურსებზე.

 

დაკავშირებული ბმულები:

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service