ENGLISH
 
სამართლებრივი აქტების პროექტები

საქართველოს ეროვნული ბანკის საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, აქვეყნებს ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებს. აღნიშნული საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს თავიანთი მოსაზრება და კომენტარები მიაწოდონ ეროვნულ ბანკს. ეროვნული ბანკის აღნიშნული უფლებამოსილება განსაზღვრულია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებებით. (იხ. ბმული)

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გვერდზე განთავსებულია სამართლებრივი აქტების მხოლოდ სამუშაო პროექტები, რომლებიც საბოლოო რედაქციამდე, განხილვის პროცესში, ექვემდებარებიან როგორც პრინციპული, ისე შინაარსობრივი და ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს.    

ამჟამად საკონსულტაციო სახით გამოქვეყნებულია შემდეგი პროექტები:

 

•  ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის შესახებ დებულების პროექტი  - პროექტზე მოსაზრებების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Retaillending@nbg.gov.ge  


ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსის პროექტი კომერციული ბანკებისთვის - შემოთავაზებები, შენიშვნები და კითხვები მიიღება 2018 წლის 22 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ethics@nbg.gov.ge  

უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის პროექტი კომერციული ბანკებისათვის - შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 2 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: valuation@nbg.gov.ge  

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service