ENGLISH
 
GRAPE - რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო ჩარჩო

საქართველოს ეროვნული ბანკის რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო ჩარჩოს - რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) - შესახებ სახელმძღვანელოს მიზანია, კომერციულ ბანკებს, ინვესტორებს, დეპოზიტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების შესახებ და ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორში სწორი მოლოდინების შექმნასა და სექტორის პროციკლური ქცევის პრევენციას.

სახელმძღვანელო ასახავს იმ პრინციპებს, რომელსაც ეფუძნება საზედამხედველო ქმედებები და ღირებულებებს, რომლითაც ხელმძღვანელობს საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაში ჩართული თითოეული თანამშრომელი. დოკუმენტში აღწერილია როგორც GRAPE-ს ფარგლებში შესაფასებელი რისკების კატეგორიები და მათი შეფასების კრიტერიუმები, ასევე შეფასების პროცესში ეროვნული ბანკის რესურსების განაწილება და სტრუქტურული მოწყობა.

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service