ფასს 9 სახელმძღვანელო

    ეროვნული ბანკის მიერ ფასს 9-ის საფუძველზე შემუშავებული გაუფასურების სახელმძღვანელო ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას და წარმოადგენს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ფასს 9-ით გათვალიწინებული გაუფასურების შეფასების პრინციპების პრაქტიკაში დანერგვის სახელმძღვანელოს. სახელმძღვანელოს მიზანია ხელი შეუწყოს ფასს 9-ის თანმიმდევრულ, ეფექტიან და თავსებად დანერგვას და შემდგომ გამოყენებას. აღნიშნული სახელმძღვანელო განკუთვნილია კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ექვემდებარებიან საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას.