ENGLISH
 

სისტემურობის ბუფერი

სისტემურობის ბუფერის მიზანია სისტემური მნიშვნელობის მქონე კომერციული ბანკების მდგრადობის ზრდა, რაც, ასევე, მთლიანად სისტემის მდგრადობასაც ზრდის, რადგან სისტემური მნიშვნელობის ბანკებში წარმოშობილ ფინანსურ სირთულეებს შეუძლია მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნას ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას.

სისტემურობის ბუფერი დგინდება ინდივიდუალურად თითოეული იმ კომერციული ბანკის მიმართ, რომელიც მიჩნეულია სისტემური მნიშვნელობის მქონედ. სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკების განსაზღვრისას სებ-ი ხელმძღვანელობს  ბაზელის (BCBS
-Basel Committee on Banking Supervision) რეკომენდაციითა და ევროპის საბანკო უწყების (EBA-European Banking Authority) გამოცემული მეთოდოლოგიით. ასევე, მხედველობაში მიიღება ადგილობრივი ფინანსური სექტორის სპეციფიკური მახასიათებლები. კერძოდ, ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ბანკის აქტივების წილი საბანკო სისტემაში, ურთიერთკავშირი სხვა ბანკებთან, ჩანაცვლებადობა და კომპლექსურობა (იხილეთ სტატია). სისტემურობის ბუფერი გამოიხატება პროცენტული პუნქტებით რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებში. სისტემურად მნიშვნელოვანმა ბანკებმა სისტემურობის ბუფერის მოთხოვნა უნდა დაიცვან ეტაპობრივად ცხრილი N1-ში მოცემული გრაფიკის შესაბამისად.



ცხრილი N1

 ბანკი 2017 2018
2019 2020
2021
სს "თიბისი ბანკი"  0,0%  1,0% 1,5% 2,0%
2,5%
სს "საქართველოს ბანკი" 
 0,0%
 1,0% 1,5%
2,0% 2,5%
სს "ლიბერთი ბანკი" 
 0,0%
 0,6%
0,9%
1,2% 1,5%

 









 

დაკავშირებული ბმულები:

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service