ENGLISH
 

დამტკიცებული ემისიის პროსპექტები

 

ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისთვის ემიტენტმა უნდა მოამზადოს ემისიის პროსპექტი.

პროსპექტში აღწერილი და ახსნილი უნდა იყოს კომპანიის სამომავლო გეგმები, არსებული ფინანსური მდგომარეობა, ასევე ემიტენტსა და გამოსაშვებ ფინანსურ ინსტრუმენტთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი რისკი. პოტენციურმა ინვესტორებმა ფასიანი ქაღალდის ყიდვის გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მხოლოდ აღნიშნული პროსპექტისა და ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის დეტალური ანალიზის, კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკ-ფაქტორების შესაძლო ნეგატიური, თუ პოზიტიური შედეგების გაცნობიერების შემდეგ.   

ფასიან ქაღალდებში ინვესტირება სპეციფიურ ცოდნასა და გამოცდილებას საჭიროებს. ამიტომ თუ პოტენციურ ინვესტორს კარგად არ ესმის  პროსპექტის შინაარსი, იქ აღწერილი რისკის ფაქტორები, კონსულტაცია უნდა გაიაროს ფინანსური ბაზრის პროფესიონალ მონაწილესთან.

გასათვალისწინებელია, რომ კორპორატიული ფასიანი ქაღალდები არ არის გარანტირებული ეროვნული ბანკის ან მთავრობის მიერ. ფინანსურმა ინსტრუმენტმა შესაძლოა დაკარგოს საბაზრო ღირებულება. ასევე, ძირითადი თანხისა და საპროცენტო შემოსავლების მიღება დამოკიდებულია ემიტენტის გადახდისუნარიანობაზე. სახელმწიფოს, მათ შორის მარეგულირებლის, უფლებამოსილება არ არის და ვერ იქნება ემიტენტების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა. ამიტომ, ასეთ ინსტრუმენტებში ინვესტირება, ინვესტორის პირად რისკთან არის დაკავშირებული და შესაბამის სიფრთხილესა და ანალიზს საჭიროებს.

გვახსოვდეს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ პროსპექტის დამტკიცებით ეროვნული ბანკი ადასტურებს პროსპექტის ფორმის სისრულეს და შესაბამისობას კანონის მოთხოვნებთან და პასუხს არ აგებს პროსპექტში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე ან ემიტენტის გადახდისუნარიანობაზე.


დამტკიცებული ემისიის პროსპექტები
 
 
 
 
 

 
 
 
 
 
Copyright © 2021 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service