კომერციული ბანკების ანგარიშგებები

    ფინანსური სექტორის გამჭვირვალობა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გამჭვირვალობის მაღალი დონე ხელს უწყობს ინფორმაციის ასიმეტრიულობის შემცირებას, საფინანსო სექტორის მიმართ ნდობის ამაღლებას, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად ახორციელებს შესაბამის რეფორმებს.

     

    საფინანსო სექტორის გამჭვირვალობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს კომერციული ბანკების ინფორმაციის გამჭვირვალობა წარმოადგენს. ეროვნული ბანკის მოთხოვნების შესაბამისად, კომერციულ ბანკებზე ხელმისაწვდომია როგორც  ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (ფასს) შესაბამისად მომზადებული წლიური ანგარიშგებები, ასევე, პილარ 3-ის ანგარიშგებები, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ბანკის წინაშე არსებული რისკების, საზედამხედველო კაპიტალის ელემენტების, კორპორაციული მართვისა და რისკების მართვის შესახებ.

     

    კომერციული ბანკები საზედამხედველო ორგანოს უგზავნიან სხვადასხვა ტიპის ანგარიშგებას: 

     

    • აუდიტირებული წლიური ფინანსური ანგარიშგებები
    • პილარ 3 ის წლიური ფორმები
    • პილარ 3 ის კვარტლური ფორმები
    • სხვა საზედამხედველო ფორმები

     


      კომერციული ბანკების ძირითადი მაჩვენებლები | 2024.02
      კომერციული ბანკების ძირითადი მაჩვენებლები | 2024.01

      კომერციული ბანკების ძირითადი მაჩვენებლები | 2024.12