ENGLISH
 

ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია

 

2016 წელს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერითა და სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო ფინანსური სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, შეიმუშავა და დაამტკიცა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია.
 
ფინანსური განათლების სტრატეგია მომხმარებლის უფლებების დაცვის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ნაწილია და ის ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობისა და ინდივიდების ფინანსური კეთილდღეობის მხარდაჭერას ემსახურება. 
 
სტრატეგიის მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსური განათლების სარგებლიანობის შესახებ ქვეყნის მოსახლეობის ცოდნის ამაღლებას, განათლების მიღების შესაძლებლობების გაფართოებასა და, ფინანსური განათლების ამაღლების ამოცანის კომპლექსურობიდან გამომდინარე, დაინტერესებულ მხარეებს შორის კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაღრმავებას.
 

  სტრატეგია

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service