ENGLISH
 
პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა


ნაშრომი წარმოადგენს პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემის (FPAS) დოკუმენტაციას. ინფლაციის თარგეთირების პირობებში მონეტარული პოლიტიკის წარმატებით განხორცილებისთვის მნიშვნელოვანია მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის დეტალური ანალიზი და მაკროეკონომიკური პროგნოზის შემუშავება. აღნიშნული პროცესი კი ანალიტიკური მოდელების და ექსპერტული მოსაზრებების სინთეზს მოითხოვს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სებ-მა მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებთან თანამშრომლობით დანერგა პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა (FPAS). FPAS მოიცავს სხვადასხვა ანალიტიკურ ინსტრუმენტს, რომლებიც პირობითად სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: მოკლევადიანი პროგნოზირების ინსტრუმენტები, ძირითადი მაკროეკონომიკური მოდელი და დამატებითი სატელიტური მოდელები, რომელთა დეტალური აღწერა წარმოდგენილია აღნიშნულ დოკუმენტში.
 
 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service