ENGLISH
 
გიორგი ქადაგიძე
 

გიორგი ქადაგიძე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა 2009 წლის 26 თებერვალს, 7 წლის ვადით. გიორგი ქადაგიძე ამავდროულად იკავებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ალტერნატიული მმართველისა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მმართველის პოზიციას საქართველოს მხრიდან.

გიორგი ქადაგიძემ 2014 წელს დაასრულა ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კურსი - "Program for Leadership Development" ბოსტონში (აშშ). 2005 წელს დაამთავრა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სკოლა, მაგისტრის ხარისხით. 2001 წელს მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ორმაგი ხარისხი თბილისის მენეჯმენტის ევროპული სკოლისა და პრესტონის უნივერსიტეტიდან.

გიორგი ქადაგიძე 2008-2009 წლებში იკავებდა საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის თანამდებობას. 2007-2008 წლებში იყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი. 2005-2007 წლებში უძღვებოდა საქართველოს პროკურატურის ეკონომიკურ განყოფილებას და საფინანსო განყოფილებას თბილისის მერიაში. ხელმძღვანელობდა საქართველოს სახალხო ბანკის საკრედიტო დეპარტამენტს 2003-2004 წლებში.

გიორგი ქადაგიძის მმართველობის პერიოდში საქართველოს საბანკო სისტემამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ეს წარმატებები აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. მისი მმართველობის პერიოდში მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა საფინანსო სექტორის ეფექტური რეგულირებისათვის. საბანკო სექტორის წარმატებით გაუმკლავდა 2008 წლის მნიშვნელოვან სტრესებს (ორმაგ შოკს - ომისა და გლობალური ფინანსური კრიზისის). ნორმატიული ბაზა გარდაიქმნა წესებზე ორიენტირებულიდან რისკებზე ორიენტირებულზე. შეიცვალა ან საფუძვლიანად შესწორდა 200-ზე მეტი ნორმატიული აქტი. მისი მმართველობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს საქართველოს ეროვნული ბანკი უზიარებდა (მონეტარული და ფინანსური პოლიტიკის სფეროების ჩათვლით), სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალურ ბანკებს, ასევე წინასწარ შემუშავებული და ინდივიდუალურად მორგებული ტრენინგები ჩატარდა მოლდოვას, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ეთიოპიის, პაპუა ახალი გვინეას, ავღანეთის, სურინამის, მალავის, ზამბიის, კონგოს, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებისათვის.

ჟურნალმა The Banker, გიორგი ქადაგიძე ევროპის 2014 წლის ცენტრალური ბანკის საუკეთესო მმართველად
დაასახელა.  
 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service