ENGLISH
 

ლარის სიმბოლო

 

ქართულ ფულს - ლარს თავისი სიმბოლო აქვს. 2014 წლის 7 ივლისს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ დაამტკიცა ლარის სიმბოლო.


 

ლარის სიმბოლოს კონცეფცია ეფუძნება ქართული მხედრული ანბანის ასონიშან ლასს. ერთთავიანი, მარტივი ლასის რკალზე ორი პარალელური ხაზის ჩამოსმით ვიღებთ სამთავიანი, სრული ლასის სტილიზებულ გამოსახულებას.

საქართველოს ეროვნული ბანკის განაცხადის საფუძველზე, ლარის სიმბოლო მიღებულია "უნიკოდ კონსორციუმის" მიერ და ის უკვე წარმოდგენილია Unicode 8.0 ვერსიაში. მას უნიკოდმა ვალუტის სიმბოლოების ცხრილში კოდი 20BE მიანიჭა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ უნიკოდის ვებგვერდზე - http://www.unicode.org/charts/PDF/U20A0.pdf


ლარის სიმბოლოს სწორად ადაპტაციის მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა "ლარის სიმბოლოს დანერგვის პრონციპები და დამხმარე სახელმძღვანელო".
 

 


 

 

ეროვნული ბანკის მიერ ასევე შემუშავდა სპეციალური შრიფტი – "Lari Symbol".  შრიფტი მოიცავს 50-ზე მეტ სხვადასხვა შრიფტების შესაბამისად სტილიზებულ ნიმუშებს. 

შრიფტს თან ახლავს გამოყენების მოკლე ინსტრუქცია, სადაც ნაჩვენებია კლავიატურის რომელ ღილაკზეა განთავსებული ლარის სიმბოლოს კონკრეტული სტილიზებული ნიმუში. 



დამატებით წარმოგიდგენთ ლარის სიმბოლოს რამდენიმე ადაპტირებულ ვარიანტს გრაფიკულ PNG და ვექტორულ SVG ფაილების სახით. 


 

ლარის სიმბოლოს ადაპიტირებული ვარიანტები

 

 

 

 

 

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/f.png

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/a.png

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/d.png

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/i.png

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/e.png

PNG 

PNG

PNG 

PNG

PNG

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/g.png

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/l.png

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/c.png

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/m.png

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/j.png

PNG   

PNG   

 PNG

 PNG

 PNG

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/h.png

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/k.png

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/p.png

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/n.png

 https://www.nbg.gov.ge/uploads/laris_simbolo/o.png

 PNG

  PNG

 PNG

 PNG

 PNG

 

 

საჭიროების მიხედვით ასევე შესაძლებელია ლარის სიმბოლოს ეტალონური ნიმუშის JPG, PNG და ვექტორული AI ფაილების ჩამოტვირთვა.



 

 

ლარის სიმბოლოს უკვე ხელმისაწვდომია, როგორც Microsoft Windows 7, ასევე 8 და 10 ვერსიებში. შესაბამისი განახლების გადმოწერა Microsoft-ის ოფიციალური ვებგვერდიდან არის შესაძლებელი (KB 3102429):

https://support.microsoft.com/en-us/kb/3102429#bookmark-hotkey 

 

 


 

 

 

 

 

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service