ENGLISH
 

ელექტრონული ხელმოწერა 

საქართველოს ეროვნული ბანკი გამოდის ინიციატივით და ახორციელებს საქართველოს საბანკო სექტორში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის პროექტს. ელექტრონული ხელმოწერის პრაქტიკაში გამოყენება გულისხმობს საქართველოს საბანკო სექტორში ქაღალდზე შესრულებული ხელმოწერის ჩანაცვლებას ელექტრონული ხელმოწერითა და ელექტრონული დოკუმენტ ბრუნვით ყველა იმ შესაძლო ოპერაციაზე, რომლებზეც კონკრეტული კომერციული ბანკი მიიღებს გადაწყვეტილებას.

პროექტის დანერგვა გულისხმობს კომერციული ბანკის ნებას, გამოიყენოს ელექტრონული ხელმოწერა თავის ბიზნეს პროცესებში და არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც სავალდებულო ნორმა. 

ეროვნული ბანკი, როგორც საბანკო სექტორის რეგულატორი და პროექტის ინიციატორი, შეიმუშავებს შესაბამის სახელმძღვანელო ჩარჩოს, რომ უზრუნველყოფილი იქნეს ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებისთვის სანდო და დაცული გარემო. ეროვნული ბანკის პოზიციიდან, ელექტრონული ხელმოწერის დანერგვისთვის სანდო და დაცულ გარემოდ მიიჩნევა ელექტრონული ხელმოწერის ისეთი მოდელის გამოყენება, რომელიც შესაბამისი იქნება ელექტრონული ხელმოწერის უსაფრთხოების საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტებთან.

ამ მიზნის მისაღწევად ეროვნული ბანკი იხელმძღვანელებს საქართველოს კანონმდებლობისა და ევროკავშირის სივრცეში მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით. ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებიდან მოსალოდნელი შედეგის მნიშვნელოვნების და გარეშე ფაქტორების გათვალისწინებით, შესაბამის და მოქნილ ინსტიტუტად მიიჩნევა ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს „ელექტრონული ხელმოწერის სახელმძღვანელო ჩარჩო“–ს შესახებ 1999/93/EC დირექტივით განსაზღვრული უსაფრთხოების სტანდარტებით შესრულებული ხელმოწერის გამოყენება.


სახელმძღვანელო დოკუმენტები


ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული დოკუმენტები, რომლებიც წარმოადგენენ საბანკო სექტორში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის საფუძველს:

 „ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის პროექტის აღწერა“
საქართველოს საბანკო სექტორში ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის პრინციპები და განმარტებები მონაწილე მხარეების ფუნქციონალური ჩართვისთვის. გამოყენებული საბაზისო მიდგომები და რეგულაციები, ასვე, სამართლებრივი ასპექტები ელექტრონული ხელმოწერის ლეგალური აღიარებისთვის. დამტკიცებულია: წერილი N2–06/3948–13
 “ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელო“
ელექტრონული ხელმოწერის დანერგვის მეთოდოლოგია საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისთვის, საქართველოს საბანკო სექტორში განვითარებული ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების მიზნით ბანკის უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებისთვის. დამტკიცებულია: წერილი N2–06/3948–13
 კომერციული ბანკის „ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების უსაფრთხოების პოლიტიკის დამტკიცების წესი“  
                                                                                                                 
 
საბანკო სექტორში დაშვებული მომსახურების მიმწოდებლები

საქართველოს საბანკო სექტორში, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების მიზნით დაიშვება ელექტრონულ ხელმოწერასთან დაკავშირებული მომსახურების შემდეგი მიმწოდებლები:

   სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
   TC TrustCenter 

დირექტივა და სტანდარტები:

  DIRECTIVE 1999/93/EC OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 13 December 1999 on a Community framework for electronic signatures;

  ETSI TS 102 778-1 V1.1.1
Electronic Signatures and Infrastructures (ESI); 
PDF Advanced Electronic Signature Profiles; Part 1: PAdES Overview - a framework document for PAdES

  ETSI TS 102 778-2 V1.2.1
Electronic Signatures and Infrastructures (ESI);
PDF Advanced Electronic Signature Profiles; Part 2: PAdES Basic - Profile based on ISO 32000-1

  ETSI TS 102 778-4 V1.1.1;
Electronic Signatures and Infrastructures (ESI);
PDF Advanced Electronic Signature Profiles; Part 4: PAdES Long Term - PAdES-LTV Profile 

  

ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება

საბანკო ოპერაციებში ელექტრონული ხელმოწერა გამოიყენება საქართველოში ლიცენზირებული შემდეგი კომერციული ბანკების მიერ:

   სს „პროკრედიტ ბანკი“

ექსპერტიზა

საბანკო სექტორში გამოყენებული ელექტრონული ხელმოწერის ექსპერტიზის შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით, პროექტში ჩართული კომერციული ბანკები თანამშრომლობენ შემდეგ შესაბამისი უფლებამოსილების პირებთან:

    ლევან სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო

 

ხელმომწერის უფლებები

ეროვნული ბანკი მიიჩნევს რომ, კომერციული ბანკი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი ზომები (მათ შორის ინფორმირება ელექტრონული დოკუმენტის საიმედოდ დაცვის აუცილებლობის შესახებ), რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებელს ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებამდე ესმოდეს მისი იურიდიული მნიშვნელობა. 


მომხმარებლის უფლებების დარღვევის შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 
http://nbg.gov.ge/cp/

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service