ENGLISH
 

საქართველოს ეროვნული ბანკის ოქროს ზოდები და ოქროს სერტიფიკატები 
 

ოქროს სერტიფიკატი არის ინოვაციური ინსტრუმენტი, რომელიც, ერთის მხრივ, სთავაზობს ინვესტორებს ალოცირებული ოქროს უპირატესობებს, რაც შესაბამისი ოქროს ზოდების ეროვნული ბანკის საცავში შენახვით და მფლობელის მოთხოვნისთანავე სერტიფიკატების დაუყოვნებელი განაღდებით გამოიხატება, ხოლო, მეორეს მხრივ, ფასიანი ქაღალდებისათვის დამახასიათებელ მოქნილობას და ელექტრონული ვაჭრობის საშუალებას იძლევა.

თითოეულ ოქროს სერტიფიკატს შეესაბამება სტანდარტიზებული ოქროს ზოდი ეროვნული ბანკის საცავში. ოქროს ზოდები ეროვნული ბანკის დაკვეთით დამზადებულია ლონდონის ძვირფასი ლითონების ბირჟაზე აკრედიტებული საერთაშორისო რეპუტაციის მქონე კომპანიის მიერ. ზოდების სინჯი არის უმაღლესი - 999.9.

ოქროს სერტიფიკატის მფლობელს სერტიფიკატის ოქროზე გადაცვლა შეუძლია მოთხოვნისთანავე. ოქროს გაცემა ეროვნული ბანკის საცავიდან ხდება კომერციული ბანკის მეშვეობით.

 

 

 

 

 

 

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service