ENGLISH
 

გირაოს სახეობები

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველყოფის სახეობები არის:

1. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული, ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
2. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.
3. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და 2018 წლის 1 იანვრამდე კერძო განთავსების გზით რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები, გარდა საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა და კომერციული ბანკების მფლობელობაში არსებული მათთან დაკავშირებული იურიდიული პირის მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდებისა.
4. კომერციული ბანკის სასესხო აქტივები.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის სესხებისათვის მისაღები გირაოს საკითხები რეგულირდება "საქართველოს ეროვნული ბანკის გირაოს მართვის დებულების" შესაბამისად. ამ დებულები განსაზღვრულია სესხის უზრუნველყოფად მისაღები აქტივები და მათი კლასიფიკაცია ჯგუფების მიხედვით, აქტივების კრიტერიუმები, აქტივების დაგირავების რეგისტრაციის საკითხები, აქტივების ჯგუფების ფინანსურ გირაოდ გამოყენების საკითხები, სასესხო ქტივების დაგირავების საკითხები, უცხოური ვალუტით დეპოზიტების დაგირავების საკითხები, დაგირავებული ფასიანი ქაღალდების და სხვა აქტივები რეალიზაციის საკითხები.

 

საქართველოს ეროვნული ბანკის და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებულ სასესხო ფასიან ქაღალდებში შედის:

1. საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები;
2. საქართველოს მთავრობის სახაზინო ვალდებულებები;
3. საქართველოს მთავრობის სახაზინო ობლიგაციები;
4. საქართველოს მთავრობის სახელმწიფო ობლიგაციები;


ფასიანი ქაღალდები

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფაში მისაღები სასესხო ფასიანი ქაღალდის ემიტენტის მინიმალურ რეიტინგად განისაზღვრა ოთხი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Standard & Poors, Moody's, Fitch და Scope Ratings მიერ მინიჭებული საჯაროდ ხელმისაწვდომი რეიტინგებიდან ყველაზე დაბალი რეიტინგი.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებულ სასესხო ფასიანი ქაღალდებში შედის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), აზიის განვითარების ბანკის (ADB), საერთაშორისო ფინანსური კორპორაციის (IFC) და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მიერ ლარით გამოშვებული ობლიგაციები.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების უზრუნველყოფაში მისაღები ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები:

 


მონეტარული ოპერაციებისათვის
ეროვნული ბანკისათვის მისაღები სასესხო
ფასიანი ქაღალდების ემიტენტი

ემიტენტის გრძელვადიანი საკრედიტო
რეიტინგი

      Fitch   

   S&P  

Moody's   

 

Scope Ratings

 


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)

 AAA  AAA  Aaa  

აზიის განვითარების ბანკი (ADB)

 AAA  AAA  Aaa  

საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC)

 -  AAA  Aaa  

შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი (BSTDB)

 -  A-  A2  

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“

 BB-  -  -  

სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსი“

 B+      

სს „სილქნეტი“ 

 B+      

სს მისო „კრისტალი“
 

B  -  -  -


 
სასესხო აქტივები

ეროვნული ბანკისათვის მისაღები კომერციული ბანკების სასესხო აქტივები უნდა აკმაყოფილებდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირაოს მართვის დებულების" მე-4 მუხლით განსაზღვრულ სასესხო აქტივების კრიტერიუმებს.
ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკს შორის ფორმდება ფინანსური გირაოს ხელშეკრულება მიმაგრებული ნიმუშის მიხედვით. ამასთან ერთად სტანდარტული ნიმუშის მიხედვით მომზადებული სასესხო აქტივების ექსელის LA-Bank-yyyy-mm-dd.xlsx ფაილს ელექტრონული ფორმით კომერციული ბანკი წარადგენს ეროვნულ ბანკში collateral@nbg.gov.ge ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რომელიც არის ფინანსური გირაოს ხელშეკრულების დანართი. ექსელი ფაილის შევსებისათვის ბანკებს შეუძლიათ გამოიყენონ შესაბამის საკითხებზე კითხვა-პასუხები.
საქართველოს ეროვნული ბანკის სესხების უზრუნველყოფად დასაგირავებელი კომერციული ბანკების სასესხო აქტივების მაქსიმალური მოცულობა თითოეული ბანკისთვის არ აღემატება დაგირავების წინა საბანკო დღის მდგომარეობით კომერციული ბანკის მფლობელობაში არსებული მაღალი ხარისხის ლიკვიდური აქტივების (ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები, საქართველოს მთავრობის სახაზინო ფასიანი ქაღალდები და სახელმწიფო ობლიგაციები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით  დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები) 25%.



ჰეარქათები

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით რეფინანსირების სესხების და მასზე დარიცხული პროცენტის, და/ან ერთდღიანი სესხის და/ან დღის შიდა სესხის თანაფარდობა სესხის უზრუნველყოფაში მყოფ აქტივებთან 2017 წლის 7 სექტემბრიდან არის შემდეგი:

 

საქართველოს ეროვნული ბანკისათვის
მისაღები სესხის უზრუნველყოფის სახეობა

სასესხო ფასიანი ქაღალდის
ემიტენტის გრძელვადიანი საკრედიტო
რეიტინგი

რეფინანსირების სესხების და
მასზე დარიცხული პროცენტის, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტის. და მასზე დარიცხული პროცენტის
და/ან ერთდღიანი სესხის
და/ან დღის შიდა სესხის
თანაფარდობა სესხის
უზრუნველყოფაში მყოფი აქტივების
ნომინალურ ღირებულებასთან აქტივების ნარჩენი
ვადიანობის(წელი) მიხედვით

S&P, Fitch და Scope Ratings შკალა

Moody's
შკალა
 2 წლამდე 2 წლიდან
5 წლამდე
5 წელი და
მეტი


საქართველოს ეროვნული ბანკის
და საქართველოს მთავრობის მიერ
გამოშვებული ლარით
დენომინირებული სასესხო
ფასიანი ქაღალდი

 -  -  95%  95%  95%
საერთაშორისო საფინანსო
ინსტიტუტების მიერ გამოშვებული
ლარით დენომინირებული
სასესხო ფასიანი ქაღალდი

AAA,
AA+, AA,
AA-

Aaa, Aa1,
Aa2, Aa3

95%
95%
 95%
 A+, A,
A-, BBB+,
BBB
 A1, A2,
A3, Baa1,
Baa2
 90%  90% 90%

"ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ"
საქართველოს კანონის შესაბამისად
და 2018 წლის 1 იანვრამდე
კერძო განთავსებით
გზით რეზიდენტი
და არარეზიდენტი
იურიდიული პირების
მიერ გამოშვებული
ლარით დენომინირებული
სასესხო ფასიანი ქაღალდები

AAA <
BBB-
AAA <
Baa3
 90% 85% 80%
 BB+ <
BB-
Ba1 <
Ba3
 85% 80% 75%
B +
B1
 80% 75% 70%
B
B2
 75% 70% 65%
B -
B3  70% 65%
60%

კომერციული ბანკების სასესხო აქტივები



 -  -  80%  80%  80%

უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტი საქართველოს ეროვნულ ბანკში



 -  - 80%  80%  80%

 

 

 

 

 


 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service