ENGLISH
 

მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი

მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმი ეს არის პროცესი, რომლის საშუალებითაც მონეტარული პოლიტიკის ცვლილებები აისახება ეკონომიკაზე. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანის - მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გადამწყვეტ როლს თამაშობს გადაცემის მექანიზმის ეფექტიანობა, რომლის საშუალებითაც მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთები ზეგავლენას ახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე და შემდგომ ინფლაციაზე.

მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ერთობლივ მოთხოვნაზე სხვადასხვა არხებით ზემოქმედებს. საქართველოში საპროცენტო განაკვეთების გადაცემა ეკონომიკაზე ხდება შემდეგი არხებით:

  საკრედიტო არხი 
  გაცვლითი კურსის არხი
  საპროცენტო განაკვეთების არხი
  მოლოდინის არხი

 

გადაცემის მექანიზმის ილუსტრაცია

მოცემული დიაგრამა წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმის ილუსტრაციას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მაგალითზე.

 

 

 

 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service