მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტისთვის საოპერაციო ორიენტირს წარმოადგენს მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი, რომლის მიღწევაც აუცილებელია ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ოპერაციული ორიენტირის მისაღწევად სებ-ი იყენებს საოპერაციო ჩარჩოს რომელიც შედგება ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და პროცედურებისაგან. საოპერაციო ჩარჩო განსაზღვრავს თუ როგორ შეიძლება არსებული ინსტრუმენტებით ფულად ბაზარზე სასურველი საპროცენტო განაკვეთის მიღწევა. სებ-ის საოპერაციო ჩარჩო შედგება შემდეგი ინსტრუმენტებისაგან: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონები, სახაზინო ობლიგაციების აუქციონები, ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.
პრეზენტაცია მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებზე
მაკროეკონომიკური მიმოხილვა განახლება - 26/03/2021; შემდგომი განახლება - 29/04/2021
მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების განაკვეთები
ძალაშია 2021 წლის 18 მარტიდან
|
ვადიანობა
|
განაკვეთი (%)
|
რეფინანსირების სესხი
|
7 დღე
|
განისაზღვრება აუქციონით (მინიმალური 8.50%)
|
ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი
|
28 დღე
|
განისაზღვრება აუქციონით (მინიმალური 8.50%)
|
ერთდღიანი დეპოზიტები
|
1 დღე
|
(8.50 -0.75) %
|
ერთდღიანი სესხები
|
1 დღე
|
(8.50 +0.75) %
|
სადეპოზიტო სერტიფიკატები
|
3 თვე
|
განისაზღვრება აუქციონით
|
სახაზინო ფასიანი ქაღალდები
|
1/2/5/10 წელი
|
განისაზღვრება აუქციონით
|
|
ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის
|
უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის
|
სარეზერვო მოთხოვნა* |
5.0%
|
25.0%
|
* ნარჩენი ვადიანობების მიხედვით ეროვნული ვალუტით 1 წელზე მეტი ვადიანობის და უცხოური ვალუტით 2 წელზე მეტი ვადიანობის ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია სარეზერვო მოთხოვნებისაგან, ხოლო უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა შეადგენს 15 პროცენტს.
|