ENGLISH
 

ხშირად დასმული კითხვები

რა არის IBAN?
IBAN არის საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელიც წარმოდგენილია საერთაშორისო საბანკო ანგარიშების ნომრების (IBAN) ფორმატში.

სად გამოიყენება IBAN?
IBAN ანგარიშის ნომერი გამოიყენება ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ გადარიცხვების დროს.

რატომ IBAN?
- ყველა ანგარიშის ნომერი წარმოდგენილი იქნება ერთი სტანდარტის მიხედვით;
- IBAN ანგარიშის ნომრის სისწორეს უზრუნველყოფს მასში გამოყენებული საკონტროლო გასაღები;
- რიგ შემთხვევებში შემცირდება გადარიცხვის საკომისიო;
- დაჩქარდება გადარიცხვები;
- IBAN ანგარიშის ნომერში მითითებულია იმ ბანკის კოდი, რომელშიც გახსნილია ეს ანგარიში.

სად მივიღოთ IBAN ანგარიშის ნომერი?
IBAN ანგარიშის ნომრის მისაღებად საკმარისია კომერციულ ბანკში გახსნათ ანგარიში, ან უკვე გახსნილი ანგარიშისათვის მოითხოვოთ IBAN ანგარიშის ნომერი.

შემიძლია თუ არა ძველი ანგარიშის ნომრის გამოყენება?
2013 წლის 1 იანვრამდე შესაძლებელი იქნება 2010 წლის 3 მაისამდე გახსნილი ანგარიშების გამოყენება.

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service