ENGLISH
 

სტანდარტები

საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის (ISO) მიერ IBAN სტანდარტით (ISO13616) განსაზღვრულია საერთაშორისო საბანკო იდენტიფიკატორის ფორმატი და სტრუქტურა. სახელმწიფოების მიხედვით ფორმატების რეგისტრატორი დადგენილია ISO–ს მიერ. დღეისათვის აღნიშნული ფორმატების სარეგისტრაციო ცნობარის მომსახურებას უზრუნველყოფს საერთაშორისო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება (SWIFT). ვრცელი ინფორმაცია რეგისტრირებული ფორმატების შესახებ განთავსებულია რეგისტრატორის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (იხ. ბმული).

IBAN ანგარიშებში გამოყენებულია ქვეყნის კოდები ISO 3166-1 სტანდარტის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს 2 ალფაბეტურ სიმბოლოს. საქართველოს შემთხვევაში – GE.

IBAN ანგარიშის საკონტროლო გასაღების გამოთვლა იწარმოება ISO/IEC 7064 (MOD 97-10) სტანდარტის შესაბამისად და წარმოადგენს რიცხვს (2 ციფრი), რომელიც გამოითვლება ყველა სხვა დანარჩენი სიმბოლოების მიხედვით.

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბანკო ანგარიშების აღნიშნული სტანდარტების შესაბამისი IBAN ანგარიშის ნომრის შემოწმება შესაძლებელია შემდეგი ვალიდატორის მეშვეობით.

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service