ENGLISH
 

საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი – IBAN


IBAN არის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად წარმოდგენილი საბანკო ანგარიში. IBAN ანგარიშების გამოყენების შემთხვევაში მცირდება ანგარიშის ნომრის შეცდომით მითითების ალბათობა. რიგ შემთხვევებში ასევე მცირდება გადარიცხვის საკომისიო და სახსრების მიმღების ანგარიშზე ასახვის ხანგრძლივობა.

საბანკო ანგარიშების ნომრების IBAN სტანდარტი შეიმუშავა „საბანკო სტანდარტების ევროპის კომიტეტმა“, ხოლო მოგვიანებით, აღიარებულ იქნა საეთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის ISO 13616:1997 მიერ. ამჟამად რეგულირდება ISO 13616-1:2007 სტანდარტის შესაბამისად.

ISO 13616-2:2007-ის მიხედვით IBAN ანგარიშების ფორმატების რეგისტრაციას აწარმოებს საერთაშორისო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება (SWIFT), რომელიც არეგისტრირებს სახელმწიფოების მიხედვით ანგარიშების ნომრების ფორმატებს. სარეგისტრაციო მოთხოვნების მიხედვით, IBAN ფორმატის რეგისტრაციის ფორმა შესაძლებელია წარადგინოს შესაბამისი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა, ან ეროვნული სტანდარტიზაციის დაწესებულებამ.

IBAN ანგარიშების ნომრები გამოიყენება 65-ზე მეტ სახელმწიფოში საქართველოს ჩათვლით.

 

 

 
 
Copyright © 2015 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service