ENGLISH
 
სტატისტიკა > სტატისტიკური ანგარიშგების წარდგენის წესი

განმარტება

კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ბანკში ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ

 

 

კომერციული ბანკი ვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტში წარმოადგინოს:

ყოველდღიური ბუღალტრული ბალანსი საანგარიშო საბანკო დღიდან მესამე საბანკო დღის არაუგვიანეს 11 საათისა (ელექტრონული მისამართები: macro@nbg.gov.ge; ketevanch@nbg.gov.ge. საკონტაქტო ტელეფონები: 406261, 406255). მაგალითად, 22 ივლისის ბალანსი უნდა წარმოადგინოთ 24 ივლისის 11 საათამდე.

ყოველდღიური ბალანსი ეროვნულ ბანკში უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით თანდართული ფაილის სახით. ფაილის დასახელება უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სტანდარტს: bddmmyy.xxx, სადაც:

- b  არის ინფორმაციის ტიპის (ბალანსის) აღმნიშვნელი ასო;

- ddmmyy აღნიშნავს საანგარიშო დღის თარიღს,

- xxx სიმბოლოები გათვალისწინებულია ბანკის ციფრული კოდის ჩასაწერად.

მაგალითად, ბანკი „რესპუბლიკის" 2008 წლის 17 ივლისის ბალანსის წარმოდგენისას შესაბამისი ფაილის სახელწოდება იქნება: b170708.770

ყოველდღიური ბალანსის ეროვნულ ბანკში შესაბამის მისამართებზე მიღების შესახებ დასტურს მიიღებთ ელექტრონულად. თუ რაიმე ტექნიკური მიზეზის გამო თქვენ ინფორმაციას ვერ აგზავნით, იგი წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული მატარებლით იმავე ვადებში, მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მონეტარული პოლიტიკის განყოფილებაში.

გთხოვთ დაიცვათ ინფორმაციის წარმოდგენის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მოქმედება კვალიფიცირებული იქნება საანგარიშგებო დისციპლინის დარღვევად და საქართველოს ეროვნული ბანკი იძულებული იქნება გამოიყენოს სანქციები თქვენს მიმართ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის

მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის

დეპარტამენტი

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service