ENGLISH
 
სტატისტიკა > სტატისტიკურ მონაცემთა გადასინჯვის პოლიტიკა

სტატისტიკურ მონაცემთა გადასინჯვის პოლიტიკა

დამატებითი ინფორმაციის მოპოვების ან მეთოდოლოგიური ცვლილებების კვალობაზე, წინა პერიოდების მონაცემების გადასინჯვა ხდება შემდეგნაირად:

რეგულარული გადასინჯვა - თუ მონაცემთა გავრცელების კალენდრის შესაბამისად გამოქვეყნებული მონაცემები წინასწარია, მონაცემთა შემდგომ გამოქვეყნებამდე ისინი გადაისინჯება და განახლდება დადგენილ ვადაში.

 განსაკუთრებული გადასინჯვა - განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ გამოვლინდება მნიშვნელოვანი შეცდომები, ან თუ ადგილი აქვს მეთოდოლოგიურ ცვლილებებს,რომელიც არღვევს მონაცემთა შესაბამისობას, მონაცემები შეიძლება შეიცვალოს რეტროსპექტივაში, ერთ წელზე მეტი პერიოდის ხანგრძლივობით, რის შესახებაც მომხმარებელი იქნება ინფორმირებული.

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service