ENGLISH
 
ბანკის შესახებ > ისტორია > დავით ამაღლობელი

დავით ამაღლობელი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი 2007 წლის ნოემბრიდან 2009 წლის თებერვლის ჩათვლით.

დაიბადა 1976 წელს. 1998 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობის სპეციალობით, 2001 წელს კი - ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) ეკონომიკის ფაკულტეტი. არის ეკონომიკურ მეცნიერებათა მაგისტრი.

1998 წელს დავით ამაღლობელი ინიშნება საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტში უფროს სპეციალისტად, 1999-2001 წლებში, აშშ-ში სწავლის პარალელურად, იგი ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად მუშაობს.

2001 წლიდან დავით ამაღლობელი სამსახურებრივ კარიერას საქართველოში აგრძელებს და მუშაობას იწყებს საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში, სამმართველოს უფროსად. 2002-2003 წლებში იგი საქმიანობას განაგრძობს სიღარიბის შემცირებისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის მონეტარული და ფისკალური საკითხების ქვეკომისიაში, ეროვნულ ექსპერტად.

2004 წლის იანვრიდან დავით ამაღლობელი მუშაობას აგრძელებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს წარმომადგენლობაში, ფისკალურ ექსპერტად, იმავე წელს კი ინიშნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილედ.

2005 წლის მარტიდან 2009 წლის ნოემბრამდე დავით ამაღლობელი იკავებს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, 2007 წლის ნოემბრიდან  2009 წლის თბერვლამდე იგი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა.

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service