ENGLISH
 
ბანკის შესახებ > ისტორია > ირაკლი მანაგაძე

ირაკლი მანაგაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1998 წლის მარტიდან 2005 წლის მარტამდე.

დაიბადა 1967 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1991 წელს ირაკლი მანაგაძე ინიშნება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ატაშეს თანამდებობაზე. 1993 წელს საქმიანობას აგრძელებს საქართველოს საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო კომიტეტში მთავარ სპეციალისტად. 1993-1994 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკის განყოფილების წამყვანი სახელმწიფო მრჩეველი და სამდივნოს უფროსი.

1994 წელს ირაკლი მანაგაძე მუშაობს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის საერთაშორისო საფინანსო და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სამთავრობო კომისიის სამდივნოში - ჯერ სახელმწიფო მრჩევლად, შემდეგ კი წამყვან სახელმწიფო მრჩევლად.

1994 წლიდან 1996 წლამდე ირაკლი მანაგაძე ვაშინგტონში (აშშ) მსოფლიო ბანკის აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწის თანამდებობაზეა, 1996-1998 წლებში კი - მსოფლიო ბანკის მეოთხე ევროპული დეპარტამენტის მუნიციპალური და სოციალური ინფრასტრუქტურის განყოფილების ინსტიტუციონალური სპეციალისტი.

1998 წლის მარტში ირაკლი მანაგაძე ინიშნება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად და ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარედ.

ირაკლი მანაგაძეს მინიჭებული აქვს ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service