ENGLISH
 
ბანკის შესახებ > ისტორია > ნოდარ ჯავახიშვილი

ნოდარ ჯავახიშვილი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1993 წლის ოქტომბრიდან 1998 წლის მარტამდე.

დაიბადა 1954 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით.

1977 წელს ნოდარ ჯავახიშვილი მუშაობას იწყებს სსრკ-ის სახბანკის ქ. რუსთავის განყოფილებაში უფროს ეკონომისტად. 1977-1979 წლებში იგი სახბანკის საქართველოს რესპუბლიკურ კანტორაში მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსი ეკონომისტია, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში - საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსი ეკონომისტი, 1980-1983 წლებში კი სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის მძიმე მრეწველობის დაკრედიტების სამმართველოს უფროსია. 1983-1985 წლებში ნოდარ ჯავახიშვილი სახბანკის ქ. რუსთავის განყოფილების მმართველია.

1985-1987 წლებში ნოდარ ჯავახიშვილი მუშაობას აგრძელებს სახბანკის საქართველოს რესპუბლიკურ კანტორაში საგეგმო-ეკონომიკური სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. 1987 წლიდან 1988 წლამდე იგი სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის ბანკების საქმიანობის კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, ხოლო 1988-1991 წლებში სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილეა.

1991-დან 1992 წლამდე ნოდარ ჯავახიშვილი თბილისის უნივერსალური ბირჟის პრეზიდენტის თანამდებობაზეა. 1992-1993 წლებში კი საქმიანობას აგრძელებს ბინსოცბანკის ისნის რაიონის განყოფილების მმართველად.

1993 წლის ოქტომბერში ნოდარ ჯავახიშვილი ინიშნება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად.

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service