ENGLISH
 
ბანკის შესახებ > ისტორია > ნოდარ კაკულია

ნოდარ კაკულია

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1992 წლის აპრილიდან 1992 წლის ნოემბრამდე.

დაიბადა 1940 წელს. დაამთავრა ლენინგრადის საფინანსო ეკონომიკური ინსტიტუტი, ფინანსებისა და კრედიტის სპეციალობით.

1962 წლიდან ნოდარ კაკულია მუშაობს სსრკ-ის სახბანკის საქართველოს რესპუბლიკურ კანტორაში სოფლის მეურნეობის ფინანსებისა და დაკრედიტების განყოფილებაში ეკონომისტად, 1966-1969 წლებში ქალაქის სამმართველოს საგეგმო განყოფილებაში - ეკონომისტად, მოგვიანებით კი (1969-1970) - უფროს ეკონომისტად.

1970 წელს ნოდარ კაკულია ინიშნება სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის დაფინანსების სამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1973 წლიდან 1987 წლამდე იკავებს სსრკ-ის სახბანკის თბილისის კალინინის რაიონის განყოფილების მმართველის თანამდებობას. 1987-1991 წლებში იგი საქაგრომრეწვბანკის სპეციალიზებული საოპერაციო სამმართველოს უფროსი, 1991-1992 წლებში კი საქაგრომრეწვბანკის თბილისის საქალაქო განყოფილების მმართველი და გამგეობის თავმჯდომარეა. 1992 წლის აპრილში ნოდარ კაკულია ინიშნება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად.

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service