ENGLISH
 
ბანკის შესახებ > ისტორია > ვაჟა ჯინჯიხაძე

ვაჟა ჯინჯიხაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 1992 წლის იანვრიდან 1992 წლის მარტამდე.

დაიბადა 1931 წელს. დაამთავრა მოსკოვის საგარეო ვაჭრობის ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი, იურისტის სპეციალობით.

ვაჟა ჯინჯიხაძე 1956 წელს მუშაობას იწყებს "თბილმრეწვაჭრობის" საგეგმო განყოფილებაში ეკონომისტად. 1957-დან 1961 წლამდე იგი საქართველოს ვაჭრობის სამინისტროში მინისტრის თანაშემწე, მოგვიანებით კი ვაჭრობის განვითარებისა და ტექნიკის დანერგვის სამმართველოს უფროსის მოადგილეა. 1961-1963 წლებში ვაჟა ჯინჯიხაძე საქმიანობას აგრძელებს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოში რეფერენტის თანამდებობაზე, 1963-1965 წლებში იგი მინისტრთა საბჭოში ვაჭრობისა და ფინანსთა ჯგუფის გამგე, 1965-1969 წლებში კი საქართველოს ვაჭრობის მინისტრის მოადგილეა.

1969 წლიდან 1977 წლამდე ვაჟა ჯინჯიხაძე მუშაობდა სსრკ-ის სახბანკის საქართველოს რესპუბლიკური კანტორის მმართველის თანამდებობაზე. 1977 წლიდან იგი საქმიანობას აგრძელებს მოსკოვში, საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის ბანკის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე. 1983-1988 წლებში ვაჟა ჯინჯიხაძე ეკონომიკური თანამშრომლობის საერთაშორისო ბანკის გამგეობის თავმჯდომარეა.

1988 წლიდან ვაჟა ჯინჯიხაძე საქართველოში ბრუნდება და 1990 წლამდე რესპუბლიკის ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზეა. 1991-1992 წლებში იგი საქართველო-იტალიის ერთობლივი საწარმოს გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ მუშაობს, საიდანაც 1992 წლის იანვარში გადაჰყავთ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე.

ვაჟა ჯინჯიხაძე იყო საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. თავისი კარიერის განმავლობაში მას მიღებული ჰქონდა სახელმწიფო მნიშვნელობის მრავალი ჯილდო.

ვაჟა ჯინჯიხაძე გარდაიცვალა 1993 წელს.

 
 
Copyright © 2018 National Bank Of Georgia   Created by: Pro-Service